Friday, November 20, 2009
Wednesday, November 18, 2009
პროექტი ,,ტყე შეუნახე შვილებსა“
პროექტის სახელი: ,,ტყე შეუნახე შვილებსა!”
პროექტის მოკლე დახასიათება: ტყის მცენარეთა ცალკეულ სახეობებს განსაკუთრებულად აფასებდნენ ჩვენი წინაპრები, მათ შორისაა მუხა, რომელიც ,,წითელ წიგნშია”შესული...
პროექტის სრული აღწერა: ადამიანის ჯანმრთელობის ყველაზე სასარგებლო წამალი ბუნებაა, ტყე. ყოველი ქართველი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ვალდებულნი არიან ჩაერთონ ტყის გადარჩენის პროცესში.
მუხა ძველთაგანვე ქართველი ხალხის საყვარელი ხე იყო- ძლიერების, სიმტკიცისა და გამძლეობის სიმბოლო. 65-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოიძიონ მონაცემები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული მუხის ჯიშების შესახებ, გამოიკვლიონ მისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო ციკლი,გამრავლება, შემცირების მიზეზი, დაცვის აუცილებელი ღონისძიებები, მუხა და ,,მწვანე აფთიაქი”, გაიხარებს თუ არა მუხა სკოლის ეზოში.
ბავშვები მოიძიებენ და გაეცნობიან ქართულ ფოლკლორში, პროზასა და პოეზიაში, სიმღერებში, ტოპონომიკაში მუხასთან დაკავშირებულ მასალებს, ისტორიის ფურცლებს, როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მუხის ხეს ყოფა-ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წ.
ვადები/ ხანგრძლივობა: 5 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება /ინტერნეტი, ბიბლიოთეკა/,მხატვრული და საცნობარო ლიტერატურის დამუშავება, კვლევა, დახარისხება, თანამშრომლობა ჯგუფში, ექსკურსიები: კრწანისის სანერგეში, ბოტანიკურ ბაღში, თბილისის შემოგარენში: მცხეთა, კოჯორი, კიკეთი. შესრულებული მასალის გამოფენა, პრეზენტაცია, სკოლის ეზოში მუხის ნერგების დარგვა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი, რაც შეიძლება, შეიქმნას:
შესრულებული სამუშაოს ელექტრო ვერსიის მომზადება, პრეზენტაცია, პლაკატები და ბროშურები ბუნების დასაცავად, მუხის ხეების გახარება სკოლის ეზოში.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ,,წითელ წიგნში” მოხვედრილი უნიკალური მცენარის- მუხის ბოტანიკურ დახასიათებას, ინფორმაციას მისი გავრცელების ადგილის შესახებ, დაადგენენ მუხის ხეების რაოდენობის შემცირების მიზეზებს. თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ პროექტს, ერთად დაფიქრდებიან იმაზე, რომ ბუნების, ტყის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული ახლანდელი და მომავალი თაობების არსებობა.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეობა სხვა სკოლებთან:
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა:ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული და საცნობარო ლიტ-ის მიმართ. მონაწილეობს დისკუსიაში.
ბუნება: მოსწავლე აღწერს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს, ცოცხალი ორგანიზმების შეგუებით ნიშან-თვისებებს უკავშირებს გარემოს, იკვლევს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს, აგროვებს ინფორმაციას /ფოტოები, სქემები, ნახატები, მასალა ინტერნეტიდან საკვლევი მცენარის შესახებ.
ხელოვნება: მოსწავლე აკავშირებს გარემოში ობიექტებს შორის კავშირს და ასახავს ნამუშევარში ბუნებაზე დაკვირვების შედეგს. ხატავს პლენერზე და ფანტაზიით.
სიმღერა: მოიძიებს და შეისწავლის სიმღერებს მუხაზე.
მათემატიკა: აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემბს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით. / აჯგუფებს მონაცემებს, ავსებს ცხრილს, სქემას/
პროექტის შეფასების რუბრიკა:
პროექტის ფასილიტატორი: ნანა ცომაია
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: nanatsomaia2009@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
2009 წლის ნოემბერი-აპრილი.